თურქეთის სასამართლომ ყოფილი ფეხბურთელის, ჰაკან შუქურის დაპატიმრების ორდერი გასცა. BBC-ის ინფორმაციით მას ბრალად ედება 15 ივლისის ჯანყებაში მონაწილეობა და გიულენის მხარდაჭერა.
15 ივლისს თურქეთში განვითარებულ მოვლენებამდე ფეხბურთელი ღია მხარდაჭერას უცხადებდა ფეთჰულაჰ გიულენს. დღეს ჰაკან შუქურის twitter და იფიციალური ვებგვერდი მიუწვდომელი იყო საზოგადოებისთვის.
ჰაკან შუქური თურქეთში წლების განმავლობაში საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნეოდა და კლუბ „გალათასარაიში“ თამაშობდა. იგი 1 წლის წინ ოჯახთან ერთად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად.