Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამწვანების სამსახური ყაზბეგის ქუჩაზე საღი ხეების მოჭრას არ ადასტურებს

17 აგვისტო, 2016 15:21

“პარტიზანული მებაღეობის” ინფორმაციით, თბილისში ყაზბეგის ქუჩაზე 13 საღი ხეა მოჭრილი. 
“ლიბერალი” გამწვანების სამსახურის უფროსს დაუკავშირდა. ის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ყაზბეგის ქუჩაზე იმყოფებოდა და როგორც "ლიბერალს" მისვლამდე განუცხადა, ადგილზე გეგმავდა, გადაემოწმებინა გამწვანების სამსახურის ნებართვის შესაბამისად ხდებოდა თუ არა ხეების მოჭრა. 
ნინო სულხანიშვილმა ადგილის დათვალიერების შემდეგ “ლიბერალთან” საუბარში საღი ხეების მოჭრა  არ დაადასტურა. 
“ვიყავი ადგილზე, მაგრამ ზუსტად ვერაფერს ვიტყვით. ჩვენ ვენდობით უფლებამოსილ ორგანიზაციებს, რომლებიც დაკომპლექტებულია პროფესიონალებით და რომლებიც გასცემენ დასკვნას. აქ ორი საკითხია, რამდენად სწორად იყო გაცემული დასკვნა, ნამდვილად იყო თუ არა ეს ხეები გამხმარი ან დაავადებული; და მეორე, ზუსტად ის ხეები მოიჭრა თუ არა, რომლებზეც ნებართვა იყო გაცემული. ამ ყველაფერს დავადგენთ. ხშირია, როცა ხე შეიძლება ვიზუალურად იყოს მწვანე, მაგრამ იყოს დაავადებული, ზუსტად ვერ გეტყვით. რამდენად სწორად არის ეს ხეები მოჭრილი, ამას დავადგენთ. როგორც მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, არსებობს ეჭვი, რომ მოჭრილია საღი ხეები". 

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ხეების მოჭრასთან დაკავშირებით ეკოლოგიის სამსახურში ტერიტორიის მესაკუთრის წერილი შევიდა. კომპანიამ ეკოლოგიის სამსახურს ხეების მდგომარეობის შესახებ დასკვნა წარუდგინა და 68 ხის მოჭრას მოითხოვა. ნინო სულხანიშვილის თქმით, დასკვნის მიხედვით, 68-დან 45 ხეზე, რომელიც დაავადებული, ამორტიზებული და ზეხმელი იყო, მოჭრის ნებართვა სამსახურმა  გასცა. 22 საღ ხეზე უარი ეთქვათ და 5-ზე კი გადარგვის ნებართვა გაიცა. 
დღეს ადგილობრივმა მცხოვრებმა სოციალურ ქსელში ხეების ჭრის ამსახველი ვიდეო გაავრცელა.
„ლიბერალი"დაუკავშირდა ადგილობრივ მცხოვრებს. ნასტია სართანიას თქმით, კომპანია „ორბი ჯგუფი" ყაზბეგის გამზირზე 42-სართულიან შენობას აშენებს და, სავარაუდოდ, ამ მშენებლობის გამო ქუჩაში ასწლოვან ხეებს ჭრიან.
„ძალიან ბევრი ნაძვი იყო და გაჩეხეს. ახლა უკვე პატრულიც მოვიდა, მაგრამ უკვე ყველაფერი გაჩეხილია, ძალიან გვიანია. თუმცა დარჩა რამდენიმე ნაძვი და იქნებ ეს ნაძვები მაინც გადავარჩინოთ", - ამბობს ნასტია სართანია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^