Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნატა ფერაძე მერიასთან შიმშილობას იწყებს

17 აგვისტო, 2016 16:23

ნატა ფერაძე მერიასთან უვადო შიმშილობას იწყებს. როგორც მან „ლიბერალს“ განუცხადა, მთავარი მოთხოვნა  ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის თამაშრომლების გადადგომა და პასუხისგებაში მიცემაა. 

„ჩემი მოთხოვნაა ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომლების სრულად გადადგომა და კანონის შესაბამისად, პასუხისგებაში მიცემა. გამწვანების სამსახური ადეკვატური კადრებით უნდა დაკომპლექტდეს. უნდა დაიწყოს გამოძიება არამხოლოდ  ამ შემთხვევაზე, რომელიც დღეს მოხდა და რომელმაც ეს ნაბიჯი გადამადგმევინა.- განაცხადა ნატა ფერაძემ.

დღეს ყაზბეგის ქუჩის მცხოვრებმა სოციალურ ქსელში ხეების ჭრის ამსახველი ვიდეო გაავრცელა. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, 45 ხეზე, რომელიც დაავადებული, ამორტიზებული და ზეხმელი იყო, მოჭრის ნებართვა გამწვანების სამსახურმა გასცა. 22 საღ ხეზე კომპანიას უარი ეთქვათ და 5-ზე კი გადარგვის ნებართვა გაიცა.

დღეს გამწვანების სამსახურის უფროსი ყაზბეგის ქუჩაზე იმყოფებოდა. ნინო სულხანიშვილმა ადგილის დათვალიერების შემდეგ “ლიბერალთან” საუბარში საღი ხეების მოჭრა არ დაადასტურა.

„ვიყავი ადგილზე, მაგრამ ზუსტად ვერაფერს ვიტყვით. რამდენად სწორად არის ეს ხეები მოჭრილი, ამას დავადგენთ. როგორც მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, არსებობს ეჭვი, რომ მოჭრილია საღი ხეები. ხშირია, როცა ხე შეიძლება ვიზუალურად იყოს მწვანე, მაგრამ იყოს დაავადებული, ზუსტად ვერ გეტყვით” - განუცხადა „ლიბერალს” ნინო სულხანიშვილმა.

„პარტიზანული მებაღეობის” ინფორმაციით კი, თბილისში ყაზბეგის ქუჩაზე 13 საღი ხეა მოჭრილი.

ყაზბეგის ქუჩაზე კომპანია „ორბი ჯგუფი" 1400-ნომრიან სასტუმროს აშენებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^