2016 წლის ზაფხულში ჩატარებულ მასწავლებელთა საგნის გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 13673 მასწავლებელმა/მასწავლებლობის მსურველმა ვერ გადალახა. რაც გამოცდებზე გამოცხადებული მასწავლებლების/მასწავლებლობის მსურველების საერთო რაოდენობის დაახლოებით 80%-ია. „ლიბერალმა“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, რომლის თანახმადაც, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 3464 მასწავლებელმა/მასწავლებლობის მსურველმა გადალახა.
ზაფხულში ჩატარებული საგნის გამოცდებზე სულ 22799 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა, ამათგან კი გამოცდებზე 17137 გამოცხადდა.
უფრო კონკრეტულად, თუ რამდენმა მასწავლებელმა/მასწავლებლობის მსურველმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, საგნების მიხედვით ამგვარია:
შეგახსენებთ, რომ საგნის გამოცდაში მონაწილეობას იღებდა, როგორც მოქმედი პედაგოგები, ისე პედაგოგობის მსურველები. ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სწორედ ამიტომ, აღნიშნული შედეგები მოქმედი პედაგოგების შესაფასებლად გამოსადეგი არ არის. "როგორც გასულ წელს, ახლაც განვმარტავთ, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ აქვეყნებს მასწავლებელთა საგნის გამოცდის სტატისტიკურ მონაცემებს იმის გამო, რომ სისტემატურად ვაწყდებით ამ მონაცემების არასწორ ინტერპრეტაციას. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამ გამოცდის შედეგების გამოყენება მოქმედი პედაგოგების რაიმე სახით შეფასებისა თუ ზოგადად მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე მსჯელობისათვის, არასწორია, ხშირად კი არაკორექტულიც".
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ზაფხულში გამართულ გამოცდებზე 2 800 მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული.