Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საია სტურუას საქმეზე: შესაძლო დამნაშავისთვის ბრალის წარსადგენად ამდენი დღე საჭირო არ იყო

30 აგვისტო, 2016 14:48

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე  ანა ნაცვლიშვილმა დემურ სტურუას საქმეზე განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ სავარაუდო დამნაშავესთვის ბრალის წაყენებისთვის ამდენი დღე საჭირო არ იყო.

„ეს საქმე დიდ კომფორტს აძლევდა პროკურატურას იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან მარტივად იყო შესაძლებელი სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება. შესაბამისად, არ იყო საჭირო ამდენი დღე ბრალის წაყენებისთვის. ამ საქმეში გარდაცვლილმა დაწერა წერილი და მიუთითა კონკრეტული პირი. შესაბამისად, იდენტიფიცირება და დაკავება იყო ძალიან მარტივი. კითხვები ჩნდება, რატომ დასჭირდა პროკურატურას ორ კვირაზე მეტი ამ პირისთვის ბრალის წასაყენებლად. არ ვიცი, რამდენად მართალია, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამ პირს საქართველოს საზღვრები დატოვებული აქვს, თუმცა თუ ეს დადასტურდება და არ იქნება ქმედითი საგამოძიებო მოქმედებები, რომ ეს პირი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე, ეს, პირველ რიგში, მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა სისტემა ხელს აფარებდეს დამნაშავეს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

საიას თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ იმ საქმეებში, სადაც სამართლადამცავების დანაშაული ფიგურირებს, პროკურატურის მხრიდან ეფექტური გამოძიება არ მიმდინარეობს.

„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ წარმოვადგინეთ კვლევა 21 საქმის შესახებ. ამ საქმეებში სწორედ სამართალდამცველები ფიგურირებენ, როგორც შესაძლო დამნაშავეები და არც ერთ ამ საქმეში არ ჩანს, რომ პროკურატურა ეფექტურად აწარმოებს გამოძიებას. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ როდესაც სამართადამცველი ჩაიდენს შესაძლო დანაშაულს, სახელმწიფოს არ აქვს სწორი მიდგომა გამოძიების მიმართ. საზოგადოება, მედია, არასამთავრობო სექტორი ძალიან მკაცრი უნდა იყოს დემურ სტურუას საქმესთან დაკავშირებით“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თმით ამ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები არ არის ადეკვატური.

„ამ საქმესთან დაკავშირებით, ხელისუფლების აქტიურობა და გაკეთებული განცხადებები არ არის ადეკვატური. ამ საქმეს ვერ შევაფასებთ, როგორც ცალკე შემთხვევას თვითმკვლელობის. ეს საქმე მიუთითებს სამართალდამცველ სტრუქტურებში არსებულ სისტემურ ხარვეზებზე, ასევე რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ ფაქტზე მოხდეს სისტემური შეფასება და არა მხოლოდ კონკრეტული ფაქტის გამოძიება“, - თქვა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^