22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალდებულ გოდერძი თევზაძეზე ძებნა გამოცხადდა.
გუშინ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალდებულ პოლიციელს გოდერძი თევზაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
შსს-ს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს, გოდერძი თევზაძეს პროკურატურამ ბრალი 29 აგვისტოს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე წაუყენა.
დემურ სტურუამ 7 აგვისტოს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მან სიკვდილამდე წერილი დატოვა, სადაც პოლიციელის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე საუბრობს.