
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტია „კვარაცხელია-სოციალისტები“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა.
შესაბამისი განკარგულების თნახმად, პარტია საარჩევნო რეგისტრაციის გასავლელად ცესკოს თავმჯდომარეს სათანადო განცხადებით მიმართავს, რომელსაც ხელს უნდა აწერდეს მისი ხელმძღვანელი პირი.
„მიმდინარე წლის 29 აგვისტოს, ცესკოს მოთხოვნის საფუძველზე, ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 აგვისტოს N204320 გადაწყვეტილებით, განუხილველად იქნა დატოვებული პოლიტიკური გაერთიანების „ნეიტრალური საქართველო“ 2016 წლის 1 აგვისტოს განცხადება ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილებით რეგისტრაციის თაობაზე. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბატონი ვალერი კვარაცხელია არ წარმოადგენს პარტიის თავმჯდომარეს, რაც „2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ ცესკოს 2016 წლის 19 აგვისტოს N58/2016 დადგენილების მე-2 2 მუხლის საფუძველზე, წარმოადგენს პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს", - ვკითხულობთ განკარგულებაში.