თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ „TV პირველთან“ საუბარში აღნიშნა, რომ გონიოში დაკარგული ჯარისკაცების ძებნა გაგრძელდება იმ რესურსით, რაც ქართულ მხარეს გააჩნია.
„მე ოჯახებს ვუთხარი, რომ თურქულმა ხომალდმა შეწყვიტა ძებნა, მაგრამ სამძებრო სამუშაოები იმ რესურსებით, რაც ქართულ მხარეს გააჩნია, გაგრძელდება. ძალ-ღონეს არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ეს ბიჭები ვიპოვოთ. სხვა უწყებებიც მობილიზებული არიან, რომ სამძებრო სამუშაოები გავაგრძელოთ”, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
თურქეთი სამხედრო ხომალდმა სამძებრო სამუშაოები გუშინ ღამით შეაჩერა.