Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუდიტის სამსახური რიმა ბერაძის დაჯარიმებას მოითხოვს

02 სექტემბერი, 2016 13:08

სახელმწიფო აუდიტი  საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის რიმა ბერაძის დაჯარიმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. როგორც გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ განაცხადა, საქმე ეხება რიმა ბერაძის მიერ პედაგოგებისთვის უფასო გამოკვლევების ჩატარებას. 

”დადგინდა დარღვევა, რადგან ღონისძიება გამოყენებულ იქნა პოლიტიკური პარტიის წევრის სასარგებლოდ და მიგვაჩნია, რომ პარტიის წარმომადგენლის სასარგებლოდ განხორციელებულია 2000 ლარის შემოწირულობა, რაც ითვალისწინებს როგორც შემოწირულობის განმახორციელებლისთვის („ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“) ასევე მიმღებისთვის ორმაგი ოდენობის სანქციას. ჯამში 8000 ლარს. ჩვენ მივმართავთ სასამართლოს”, - განაცხადა ლაშა თორდიამ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ასევე 6 პარტიის, 1 დამოუკიდებელი კანდიდატისა დაჯარიმებას მოითხოვს. 
 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სასამართლოს „პატრიოტთა ალიანსის“, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ჩვენი სამშობლოს“, „სახალხო პარტიის“, „ქართული იდეის“, ასევე დამოუკიდებელი კანდიდატის - თამარ იარაჯულის დაჯარიმების მოთხოვნით მიმართავს. 

როგორც გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ დღეს განაცხადა, “პატრიოტთა ალიანსმა“ სამი პირისგან 183 200 ლარიანი შემოწირულება მიიღო.

კანონის მიხედვით კი, პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან მიღებული შემოწირულებების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 60 ათას ლარსს.


რაც შეეხება მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძის პარტიამ 4 პირისგან უკანონო შემოწირულობა მიიღო, რამაც 19 500 ლარი შეადგინა. 

„შემომწირველ პირებს არ უფიქსირდებათ შემოსავლების სამსახურში საკმარისი თანხები და ვერც გამოკითხვის პროცესში ვერ დაადასტურეს შემოსავლების არსებობა. შესაბამისად ვთვლით, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი საკუთარი სახსრები აღნიშნული შემოწირულობის განსახორციელებლად და ვითხოვთ აკრძალული შემოწირულების განხორციელების მოტივით ორმაგი ოდენობის ჯარიმას 39 000 ლარის ოდენობით“, - აღნიშნა ლაშა თორდიამ.

პარტიების - „ჩვენი სამშობლოს“, „სახალხო პარტიის“ და „ქართული იდეის“, ასევე დამოუკიდებელი კანდიდატის, თამარ იარაჯულის მიმართ კი სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის განსაზღვრული ვადების დარღვევის გამო. ლაშა თორდიას უწყება ამ შემთხვევაში პარტიების მიმართ 2 ათას ლარიანი ჯარიმის, ფიზიკური პირისთვის კი 1000 ლარიანი ჯარიმის შეფარდებას ითხოვს.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^