ფონდი „ქართუს" ინფორმაციით, ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მშენებლობა მიმდინარე თვეში დაიწყება.
„ქართუს" პრესსამსახურში „ლიბერალს" უთხრეს, რომ ფონდი ამის შესახებ დეტაპურ ინფორმაციას რამდენიმე დღეში გაავრცელებს.
როგორც ცნობილია, უნივერსიტეტი მუხრანის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენდეს, ხოლოდ მისი ჯამური საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონი ევროა.
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენება თავდაპირველად თბილისში იგეგმებოდა, თუმცა საინიციატივო ჯგუფმა მისი ქუთაისში აშენება მოითხოვა.
ფოტო: NewsPress