ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლებების კომიტეტმა (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციასა და ღია მოლაპარაკებებს მხარი 44 ხმით 5-ის წინააღმდეგ დაუჭირა - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
The LIBE committee voted in favour of the visa lib for #Georgia 44 to 5 and vote to open negotiations 44 to 5 as well
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) September 5, 2016
ჟურნალისტის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ 14 სექტემბერს მიიღებენ.
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაცია საბოლოო გადაწყვეტილებას, ამისათვის ევროკავშირის საბჭოს და ევროპარლამენტის ერთბლივი პოზიციაა საჭირო.
კერძოდ, რიკარდ იოზვიაკის თქმით, ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, 13-14 ოქტომბერს, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გახდება ცნობილი.
რაც შეეხება ევროპარლამენტის პლენარულ სხდომას, სადაც ვიზალიბერალიზაციის საკითხს კენჭი უნდა უყარონ, იოზვიაკი „ლიბერალთან" განმარტავს, რომ სხდომები 3-6 ოქტომბერსა და 24-27 ოქტომბერს არის ჩანიშნული, თუმცა უცნობია, რომელ სხდომაზე მოხდება კენჭისყრა.