Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნოდარ ნიშნიანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

06 სექტემბერი, 2016 15:06

იარაღის შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულ ნოდარ ნიშნიანიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატი გიორგი ანთაძე კი აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

როგორც ბრალდებული აცხადებს, მას იარაღი ჩაუდეს.

„ჩამიდეს ცეცხლსასროლი იარაღი, არ მისცეს ადვოკატს შემოსვლის უფლება. ამის შემდეგ გადამიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამიყვანეს მეშვიდე სართულზე. შემიყვანეს რაღაც ოთახში, იძულების წესით მომაკიდინეს იარაღზე ხელი, მისვამდნენ წელზე. მერე მოიტანეს ბამბა, დააფურთხეო. უარს ვეუბნებოდი. ზეწოლა იყო ფიზიკური და სიტყვიერი, ბოთლს მირტყამდნენ თავში,”- განაცხადა პროცესზე ნიშნიანიძემ.

ნოდარ ნიშნიანიძე 3-4 სექტემბერს შსს-ს მიერ განხორციელებული საგამოძებო ღონისძიების შედეგად დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^