Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯეჯელავა: 3-4 სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შესაძლოა სწავლამ გადაიწიოს

07 სექტემბერი, 2016 13:14

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის,  ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სკოლები მზად არიან. გამონაკლისს წარმოადგენს ცალკეული შემთხვევები, სადაც სარემონტო სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, სამუშაოების დროულად დასასრულებლად.

მინისტრის თქმით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებული 100-მდე სკოლის რეაბილიტაცია 13 სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის დასრულდება.

„ეს არის არაჩვეულებრივი სკოლები და ყველა ბავშვს ექნება საშუალება, არაჩვეულებრივ გარემოში განაგრძოს ან დაიწყოს სწავლა. რაც შეეხება სხვა სკოლებს, 600-მდე სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ძალიან მასშტაბური სამუშაოებია. უმეტეს შემთხვევაში ყველაფერი მიდის კარგად, ცალკეულ შემთხვევებში, როგორიც არის მაგალითად ლამბალო, სიღნაღის მუნიციპალიტეში,მოგვიწევს, გამოვიყენოთ სასწავლო წლის დაწყების ორი კვირით გადაწევის კანონით გათვალისწინებული უფლება. მოკლედ არის სკოლები, სადაც ვერ მოვასწარით 15-ში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება და სწავლამ შესაძლოა გადაიწიოს რამდენიმე კვირით. 
საუბარია 3-4 სკოლაზე“,- ამბობს ჯეჯელავა.

ჯეჯელავას თქმით, წელს იმაზე მეტი პირველკლასელია, ვიდრე აქამდე იყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^