თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის თქმით, თურქეთი და აშშ მზად არიან, „ისლამური სახელმწიფო" სირიის ქალაქ რაქიდან განდევნონ.
მისი თქმით, ერთობლივი სამხედრო იერიშის შესახებ იდეა ბარაკ ობამამ მას ჩინეთში, დიდი ოცეულის შეხვედრაზე გააცნო.
BBC-ის ინფორმაციით, იგი განმარტავს, რომ თურქეთი მსგავსი ძალისხმევის წინააღმდეგი არ არის.
გასულ თვეში თურქეთმა სირიაში ოპერაცია დაიწყო, რომელიც ISIS-ისა და აჯანყებული ქურთების წინააღმდეგ იყო მიმართული.