რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილს კითხვა საჯარო სამსახურისთვის კადრების შერჩევასთან დაკავშირებით დაუსვეს. კერძოდ, ჟურნალისტმა ივანიშვილს ჰკითხა, ხომ არ მიიჩნევს შეცდომად მარგველაშვილის, ნარმანიას და ღარიბაშვილს დანიშვნას. შეხვედრა რეგიონულ მედიასთან ამჯერად ზუგდიდში გაიმართა.
ივანიშვილს თქმით, 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩვნო სია კვირიკაშვილმა კალაძემ და კობახიძემ შეადგინეს. მისივე თქმით, მან მხოლოდ სამ კაცს გაუწია რეკომენდაცია და იქიდან მხოლოდ ერთზე გაითვალისწინეს მისი რეკომენდაცია.
„მარგველაშვილი ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაა. არ მინახავს ამ ასაკის კაცი ასე იცვლებოდეს. მოსვლამდე სხვა მარგველაშვილი იყო და მერე სხვა მარგველაშვილი გახდა. ღარიბაშვილიც და ნარმანიაც კარგად შევარჩიეთ. გაჩნდა კითხვები ღარიბაშვილზე, ამ კაცმა რეაქცია გააკეთა. ის ღირსეულად წავიდა. ნარმანია მეთოდური, განათლებული და კარგი მენეჯერია. შეადარეთ ახლანდელი თბილისი ძველს. მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისევ მოახერხა თემის აგორება. ფერაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სახეა და ეს ხალხი უკეთებს ოპოზიციას ნარმანიას. კარვებს უდგამენ, ესენი არიან რეალური სახე „ნაციონალური მოძრაობის“. თბილისი რთული სამართავია. საზოგადოებასთან კომუნიკაცია შეეშალა ნარმანიას, აქვს მასაც პრობლემები, მაგრამ, ზოგადად, ნარმანია სტანდარტებს იცავს.“ - განაცხადა ივანიშვილმა.