Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ლეიბორისტული პარტია": სპეცსამსახურების თანამშრომლები თავს დაესხნენ ნათელაშვილის სოფელს

08 სექტემბერი, 2016 15:02

„დღეს ივანიშვილის პირადი დავალებით სპეცსამსახურების გადაცმული თანამშრომლებით დაკომპლექტებული და ნაყიდი, უკვე მიცვალებული, ექსპოლიტიკოსების ჯგუფი, ფაქტობრივად, თავს დაესხა შალვა ნათელაშვილის მშობლიურ სოფელ ბაზალეთს", - ამის შესახებ განცხადებას „ლეიბორისტული პარტია ავრცელებს.

პარტიის ინფორმაციით, ისინი შევიდნენ მოსახლეობასთან პირდაპირ კონფლიქტში, რაც შეიძლებოდა დამთავრებულიყო ძალიან სავალალოდ.

„პოლიცია, როგორც წესი, დუმდა და არ გამოჩენილა. მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, დასვან საკითხი კრიმინალ ივანიშვილის საქმიანობის აღსაკვეთად, რომელიც უკვე პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა სოფლების დარბევაზე გადავიდა და სამოქალაქო ომისკენ მიაქანებს ქვეყანას. ეს თავდასხმა ზუსტად დაემთხვა დროში ივანიშვილის განცხადებას, რომელშიც მან სამარცხვინო უწოდა შალვა ნათელაშვილისა და „ლეიბორისტული პარტიის" მხარდამჭერებს. ამით მან თავისი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს გამოუცხადა ომი. რის მწარე შედეგებსაც მალე დაკრეფს”,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^