Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საკრებულოს შენობის უკან 7-სართულიანი სასტუმრო შენდება

08 სექტემბერი, 2016 16:45

თბილისში, გ. ტაბიძის ქუჩაზე, N4-ში 7-სართულიანი სასტუმრო შენდება. ტერიტორიის მფლობელი შპს. “იბეროტელია”. 

მერიის არქიტექტურის სამსახურში "ლიბერალს" უთხრეს, რომ 2015 წლის 16 ივლისს თბილისის არქიტექტურის სამსახურში შევიდა განაცხადი, რომლითაც ტაბიძის #4 -ში შ.პ.ს. "იბეროტელი"–ს საკუთრების მიწის ნაკვეთზე, სასტუმროს არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვას ითხოვდნენ. 

საკითხი თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ განიხილა. საბჭოს გადაწყვეტილების  საფუძველზე, საკითხს მიეცა დადებითი შეფასება.

2015 წლის 8 სექტემბერს შეთანხმდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. პროექტის მიხედვით სასტუმრო 7 სართულიანია.

როგორც არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტების თანახმად, შენობის პარამეტრები შემდეგია: 

შენობის K2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ): 4900.9

შენობის მაქსიმალური მალის სიგრძე (მ): 6.4

შენობის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან ზემოთ (მ): 26.75

შენობის ჩაღრმავება მიწის ზედაპირიდან ქვემოთ (მ): 5.75

შენობის საძირკვლის ტიპები: კომბინირებული

გადაადგილების მექანიკური საშუალებები: ლიფტი 

განაშენიანების ფართობი 634.4 კვ მეტრი

საერთო ფართობი: 4149.3 კვ.მ 

საოფისე ფართობი 1943.8 კვ.მ 

საზაფხულო ფართობი 50.8 კვ.მ 

დამხმარე ფართობი 1148.6 კვ.მ 

სამშენებლო მოცულობა 19968 კვ,მ 

შენობის მთავარი არქიტექტორი მამუკა ქევხიშვილია. დამკვეთი - შპს "იბეროტელი". 

სამშენებლო ნებართვის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტების განმარტებით ბარათში ვკითხულობთ: 

"გ.ტაბიძის ქუჩა #4-ში არსებული შენობის რეკონსტრუქციის პროექტი:

არსებული შენობა აშენებულია 80-ანი წლების დასაწყისში. 2009-2010 წელს მის ფასადებს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. შენობის ამჟამინდელი მფლობელის -"იბეროტელი"-ს დავალებით დამუშავდა ამ შენობის რეკონსტრუქციის პროექტი,  სასტუმროს ფუნქციის მქონე შენობის მიხედვით.

პროექტის მიხედვით არსებული შენობის კონსტრუქციის გარკვეულ ნაწილზე ხდება რეკონსტრუქცია, კერძოდ: 

1. -1 და -2 სართულებზე არსებულ ორსინათლიან სივრცეებში იხსნება ტექნიკური სივრცისთვის განკუთვნილი რიგელები და შუა სართულის დონეზე ჩაისხმება რკ/ბეტონის  სართულშუა გადახურვა, რომელიც დაემთხვევა დანარჩენი სართულის გადახურვის ფილას; 

2. V სართულის გარკვეულ ნაწილზე, არსებული გადახურვის ფილა, რომლის თავზეც ტერასაა, დაბალი ჭერის გამო იხსნება და მის ნაცვლად ჩაისხმება სხვა გადახურვის ფილა, რომელიც გაუსწორდება ზედა სართულის ფილას.

3. VI სართულზე არსებილი ტერასაზე განთავსდება ღია კაფე, ტერასა გამწვანდება ბუნებრივი მცენარეებით.

4. VII სართულზე არსებული ტექნიკური სივრცის სახურავი და სახურავის დიდ ნაწილზე განლაგებული ტექნიკური და ბუტაფორიული მოცულობები იშლება და მის ნაცვლად შენდება ერთი სრული და ერთი ნაწილობრივი სართული, რომლის დანარჩენ ნაწილზე მოწყობილია  ტერასა ტექნიკური დანადგარებისთვის. 

გ. ტაბიძის ქუჩის მხრიდან ტროტუარის და არსებული შენობის ±0.00 ნიშნულზე განთავსებულ სართულს შორის სხვაობა შეადგენს 2.60 მეტრს, ხოლო -4.05 ნიშნულზე განთავსებულ სართულს შორის სხვაობა 1.45 მეტრს. რის გამოც სასტუმროს ძირითადი შესასვლელი -2.55 ნიშნულზეა, ამ დონეზევეა განლაგებული ბარი, საიდანაც 5 საფეხურით (რეკონსტრუქციის მიხედვით მოწყობილ) -3.30 ნიშნულზე ჩავდივართ, სადაც განლაგებულია ჰოლი; რეცეფცია; ლიფტები; კიბის უჯრედი; სველი წერტილები; რესტორანში შესასვლელი და სხვა. ხოლო რესტორანი განთავსებულია ამავე სართულის -4.05 ნიშნულზე.  

-2 სართულზე  განლაგდება რესტორნის სამზარეულო, პერსონალის ოთახები, დამხმარე და სამეურნეო სათავსები.  I, II, III, IV, V. VI და VII სართულის გარკვეული ნაწილი უკავია სასტუმრო ნომრებს. დადიანის ქუჩაზე გამავალი ნომრები ლუქსის ტიპისაა. V სართულის ნაწილზე განთავსდება კაფეს სამზარეულო, რომელიც მოემსახურება ტერასაზე განთავსებულ ღია კაფეს.

რეკონსტრუქციას დაექვემდებარა შენობის ფასადები. შენობის ძირითადი ფასადი მოპირკეთებულია  მუქი ფერის ბელგიური წარმოების "VANDERSANDEN" აგურის წყობით. ღიობებში ჩასმულია იტალიური წარმოების "METRA"-ს ალუმინის პროფილიანი მინაპაკეთის ვიტრაჟები. შენობის უკანა ფასადის გარკვეული ნაწილი, რომელსაც ფარავს არსებული შენობა დამუშავდება დეკორატიული ლესვით.

2015 წლის  აპრილში ტერიტორიას ფუნქციური ზონაც შეეცვალა, ზონის ცვლილების მოთხოვნის მიზეზად მითითებულია შემდეგი: 

"არსებული შენობა - რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი გენგეგმის ფუნქციური ზონის მიხედვით ძირითადად მდებარეობს საზოგადოებრივ ზონა 2-ში, სამხრეთის მხრიდან მცირე ნაწილზე ფარავს საცხოვრებელი ზონა 6, ხოლო გ.ტაბიძის ქუჩის მხარიდან სატრანსპორტო ზონა 1.

იქიდან გამომდინარე, რომ რეგისტრირებული წითელი ხაზი არ შეესაბამება არსებულ შენობას - კერძოდ  წითელი ხაზი კვეთავს არსებულ შენობას სხვადასხვა ნაწილში (შენობის მიწისქვეშა სართული უფრო განიერია და განსხვავდება მიწისპირა სართულისგან), ფაილის მიმაგრებაში ატვირთულია ტოპოგრაფიული გეგმა, სადაც დატანილია ფართის უცვლელად წითელი ხაზის კორექტირების სქემა (აღნიშნული საკითხი გავლილია ქონების მართვის სამსახურში და მიმდინარეობს მოსაზღვრე წითელი ხაზების კორექტირება). 

გთხოვთ ტოპოზე აღნიშნული გაკორექტირებული წითელი ხაზის მიხედვით  გაგვიკორექტიროთ ფუნქციური ზონები და  არსებულ შენობას - გაკორექტირებულ მიწის ნაკვეთს სრულად დაედოს საზოგადოებრივი ზონა 2.   საპროექტო ტერიტორიას ქ.თბილისის მერის განკარგულებით (განკარგულების ნომერი - 2406; თარიღი - 12/19/2014) მინიჭებული აქვს შემდეგი კოეფიციენტები: კ1-0.9; კ2-6.7 " 

საკითხი ფუნქციური ზონის ცვლილების შესახებ განხილული იქნა “ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს” 2015 წლის 19 მარტის #13 სხდომაზე, რომლის დასკვნის საფუძველზე ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, გ. ტაბიძის ქ. #4/ტაბიძის ქ. #4–ში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: #01.15.05.075.020), ფუნქციური ზონის – საცხოვრებელი ზონა 6, სატრანსპორტო ზონა 1–ის, საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 2–ით ცვლილებას მიეცა თანხმობა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^