ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, ზოგადი განათლების სისტემაში ხარისხის მაღალი სტანდარტების მისაღწევად დაინერგება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ახალი, სწავლისა და სწავლების მაღალ შედეგებზე ორიენტირებული სტანდარტები; შეიქმნება ახალი სახელმძღვანელოები, რომელთა დანერგვა 1-4 კლასებში უკვე 2017 – 2018 სასწავლო წელს დაიწყება და შემდგომ, ეტაპობრივად დაფარავს ზოგადი განათლების სამივე საფეხურს; განსაკუთრებით გაძლიერდება ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება და სახელოვნებო მიმართულებები; დაიხვეწება ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა;
პროგრამის მიხედვით, ხელისუფლება იზრუნებს პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე. განისაზღვრება პედაგოგის პროფესიული სტანდარტი. სახელმწიფო უზრუნველყოფს პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას და ანაზღაურების სისტემისა და სამოტივაციო პაკეტების განვითარებას.
„2017 წლის 1 იანვრიდან, მასწავლებელთა ხელფასების ზრდა დაგეგმილი სქემის მიხედვით განხორციელდება. 2018 წლიდან ხელფასები გაიზრდება ქვეყნის ბიუჯეტის შესაბამისად“
2016-2019 წლებში განხორციელდება მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების მასშტაბური პროგრამები.
ამოქმედდება მცირეკონტიგენტიანი, მაღალმთიანი და სოფლის სკოლების გაძლიერების პროგრამები.