მოხდება სასჯელის ლიბერალიზაცია მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებასთან მიმართებით, - ვკითხულობთ პარტია „ქართული ოცნების" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პროგრამაში.
როგორც დოკუმენტში წერია, სახელმწიფო გააუმჯობესებს ნარკოდამოკიდებული პირებისთვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს.
„პრევენციული პროგრამებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ნარკოტიკების უკანონო მოხმარებაში ადამიანების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩაბმის თავიდან არიდებას", - წერია პროგრამაში.
რაც შეეხება „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს გატარებულ ღონისძიებებს ნარკოპოლიტიკის კუთხით, პროგრამაში აღნიშნულია, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ჩანაცვლდა სახელმწიფოს დაბალანსებული ნარკოპოლიტიკით.
„მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა დამოკიდებული პირებისთვის. გაუქმდა ზედოზირების შემთხვევების სამედიცინო პერსონალის მიერ პოლიციისთვის ცნობების პრაქტიკა.სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების შედეგად ქვეყანაში 99%-ით შემცირდა კუსტარული ნარკოტიკების, ხოლო 90%-ზე მეტით-ე.წ. „ბიონარკოტიკის“ მოხმარება. ნარკოტიკული დანაშაულისა და ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლამ უპრეცენდეტო მასშტაბებს მიაღწია. განისაზღვრაფარმაცევტის პასუხისმგებლობა ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემაზე", - ნათქვამია პროგრამაში.