აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატების" კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი მოგზაურობა მას შემდეგ გააუქმა, რაც პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს.
BBC-ის ინფორმაციით, კლინტონმა, რომელიც 11 სექტემბრის მემორიალზე შეუძლოდ გახდა, ღონისძიება ადრე დატოვა.
კანდიდატის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჰილარი კლინტონი შეუძლოდ გაუწყლოების გამო გახდა.
კამპანიის ფარგლებში, „დემოკრატების" კანდიდატი კალიფორნიაში უნდა გამგზავრებულიყო.