
სამართალდამცავებმა „თავისუფალი თაობის” ხელმძღვანელი და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „პატრიოტთა ალიანსიდან" ლადო სადღობელაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გამართულ აქციაზე დააკავეს.
როგორც შსს- ში ამბობენ, ლადო სადღობელაშვილი დაკავება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლით მოხდა, რაც პოლიციელთა მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქციას სოციალურად დაუცველები მართავდნენ. ისინი პრემიერთან შეხვედრას მოითხოვდნენ და ადმინისტრაციაში განცხადების ჩაბარებას გეგმავდნენ. დაცვამ აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცა, რასაც ინციდენტი მოჰყვა.