სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის, პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ვრცელდება.
გავრცელებულ მასალის მიხედვით, მათი საუბარი „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებას ეხებოდა, როდესაც მან განაცხადა, რომ კოალიციის შექმნას არავისთან არ გამორიცხავს, გარდა „პატრიოტთა ალიანსისა“ და ბურჯანაძის პარტიისა.
როგორც საკუთარ FACEBOOK გვერდზე ნიკა გვარამია წერს, მან ღია ხაზზე სპეციალურად დარეკა, რადგან არაფერი არ ჰქონდა დასამალი.
„სამი დღე არ დაჭირდა სუს-ს“, - წერს გვარამია.
საარჩევნო ბლოკში „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. ასევე არაფერს ამბობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც.