აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქალაქო სასამართლომ აუდიტის მოთხოვნა დააკმაყოფილა და „პატრიოტთა ალიანსი“ 183 200 ლარით დააჯარიმა.
კერძოდ, როგორც „ლიბერალს“აუტიდის სამსახურის წარმომადგენელმა უთხრა, „პატრიოტთა ალიანსმა“ სამი პირისგან 96,600-ლარიანი შეწირულობა მიიღო. კანონის მიხედვით კი, პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან მიღებული შეწირულობების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 60 ათას ლარსს.
ირმა ინაშვილის თქმით, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.