
საქართველოს კომუნიკაციების ერთოვნული კომისიის განცხადებით, GDS-ს გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა, მაუწყებელთა ქცევის კოდქესი არ დაურღვევია.
კომისიას ერთობლივი განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 23–ე მუხლის მე–9 პუნქტის თანახმად, „საარჩევნო პერიოდშიმაუწყებელმა საჭიროა გამიჯნოს სახელმწიფოებრივი და პარტიული ფუნქციების შესრულება, რათა დაიცვასმიუკერძოებლობის, ობიექტურობის პრინციპები და უზრუნველყოს ბალანსი. მაუწყებელს განსაკუთრებულისიფრთხილე მართებს სახელმწიფო მოხელის საქმიანობის გაშუქებისას, იმისათვის რომ მკაფიოდ განასხვავოს მისი, როგორც თანამდებობის პირის მიერ საჯარო/სახელმწიფოებრივი ფუნქციების შესრულება და კერძო/პარტიული/საარჩევნო საქმიანობა“.
კომუნიკაციების კომისია გადაწყვეტილებას შემდეგნაირად განმარტავს:
აღვნიშნავთ, რომ ხსენებული ნორმა განსაზღვრავს მაუწყებლის წინასაარჩევნო პერიოდში ქცევის წესს, რომლის დროსაც მაუწყებელი მაქსიმალურად უნდა ეცადოს მკაფიოდ გამიჯნოს მოქმედი სახელმწიფო მოხელის მიერ საჯარო/სახელმწიფოებრივი ფუნქციების შესრულება მისი კერძო პარტიული/წინასაარჩევნო საქმიანობისაგან. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ მაუწყებლის მიერ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 23–ე მუხლის მე–9 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ აქვს.
კომისია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14მუხლის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირებისეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულრეაგირებას. ამასთანავე, დაუშვებელია ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, ასევე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოსკანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან რომელიმე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება. შესაბამისად, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ეთიკური ნორმების და პროფესიული სტანდარტების შესაძლო დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „გადაცემის ფორმატი ანონსიდანვე გულისხმობდა მმართველი პარტიის სასარგებლო აგიტაციას.ვიდეორგოლიდან ჩანს, რომ გადაცემების ციკლში ბიძინა ივანიშვილი, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრებს თუ რატომ არ ჰყავს „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა“. ასევე, ანონსში დემონსტრირებულია „ქართული ოცნების“ ნომერი და სიმბოლიკა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის „წ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეკლამა არისკომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელპროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა (იგულისხმება გადაცემის ანონსი), რომელიც არისფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერისაშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვისდა ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმიინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისრეალიზაციის ხელშეწყობას.
მოქმედი კანონმდებლობა მკაფიოდ განმარტავს, რომ მაუწყებლის მიერ საკუთარი პროგრამის ანონსის სამაუწყებლო ბადეში განთავსება არ უნდა ჩაითვალოს რეკლამად, მათ შორის პოლიტიკურ წინასაარჩევნო რეკლამად. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საერთო მაუწყებლების ბადე (განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ) გაჯერებულია იმგვარი ტიპის პროგრამების ანონსებით, რომლებშიც ნაჩვენებია როგორც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ნომრები, ისე საარჩევნო სიმბოლიკა.
რაც შეეხება „პარტიის სასარგებლოდ აგიტაციას“, აღვნიშნავთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აგატიციის ნიშნებით ხასიათდება არა მხოლოდ საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამები, არამედ გასართობი და იუმორისტული გადაცემები, მხატვრული თუ ანიმაციური ფილმები და სხვა. ამ გარემოების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ მაუწყებლობის შინაარსობრივი რეგულირების საკითხი განსაკუთრებული სიფრთხილის საგანია, მით უფრო, რომ შინაარსობრივი რეგულირების საკანონმდებლო ჩარჩო, პრაქტიკულად, არ არსებობს. როგორც ცნობილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაუწყებელი სარგებლობს სარედაქციო დამოუკიდებლობით, კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ხოლო ცენზურა აკრძალულია. მოქმედი სამართლებრივი ნორმებით მაუწყებლის საქმიანობის შინაარსობრივი რეგულაციების შეუსრულებლობა არ შეიძლება კომისიის, მეტიც, სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდეს.
ამავე დროს, კომისია ყურადღებას ამახვილებს სარედაქციო დამოუკიდებლობასა და ჟურნალისტის პროფესიულ თავისუფლებას, ზოგადად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და მეორე მხრივ - მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეზღუდვებს შორის პროპორციულობისა და ბალანსის დაცვის აუცილებლობაზე და მიმართავს მაუწყებლებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სამართლიან, მიუკერძოებელ და დაბალანსებულ გაშუქებას, უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებული (მათიჩართულობით) მიმდინარე ამბების გადაცემისას/საზოგადოებრივ–