CNN-ის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებამ სირიაში მებრძოლ დაჯგუფებებთან მცირე სიმშვიდე მოიტანა, თუმცა ჰუმანიტარული დახმარების მიღება ჯერ კიდევ არ არის შესაძლებელი.
„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავის პირობები ორივე მხრიდან შესრულებულია და არანაირი დარღვევა არ ყოფილა“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარკ ტონერმა.
თუმცა, ამავდროულად, რუსეთის ოფიციალური სტრუქტურები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რუსულმა არმიამ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 250 მებრძოლი მოკლა.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც გულისხმობს ჰუმანიტარულ დახმარებასა და ძალადობის შემცირებას სირიაში, ეს არ ვრცელდება იმ ტერიტორიაზე, სადაც ISIS-ის კონტროლს დაქვემდებარებული ტერიტორიაა, ასევე ე.წ. ალ ნუსრას ფრონტზე.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 12 სექტემბრიდან ამოქმედდა.