Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„პარტიზანი მებაღეები" პროკურატურისგან ხეების ჭრაზე გამოძიების საქმის მასალებს მოითხოვენ

16 სექტემბერი, 2016 14:39

„პარტიზანმა მებაღეებმა" პროკურატურას ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის ფაქტზე დაწყებული გამოძიების საქმის მასალების გადაცემის მოთხოვნით მიმართეს. 

განცხადებაში, რომელიც აქტივისტებმა უწყებაში გუშინწინ შეიტანეს ნათქვამია, რომ აღნიშნულმა საქმემ თავიდანვე გამოიწვია საზოგადოების პროტესტი და აქვს დიდი რეზონანსი, ამიტომ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდებოდეს ინფორმაცია გამოძიების პროგრესის შესახებ.

„მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება თითქმის ერთი თვეა დაიწყო, ამ დრომდე უცნობია, რა მოქმედებები განხორციელდა და წარედგინა თუ არა ვინმეს ბრალი" - აცხადებენ „პარტიზანი მებაღეები".

17 აგვისტოს „პარტიზანმა მებაღეებმა" ყაზბეგის გამზირზე ჯანსაღი ხეების მოჭრა გააპროტესტეს.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ხეების მოჭრასთან დაკავშირებით ეკოლოგიის სამსახურში ტერიტორიის მესაკუთრის წერილი შევიდა. კომპანიამ ეკოლოგიის სამსახურს ხეების მდგომარეობის შესახებ დასკვნა წარუდგინა და 68 ხის მოჭრას მოითხოვდა. ნინო სულხანიშვილის თქმით, დასკვნის მიხედვით, 68 დან 45 ხეზე, რომელიც დაავადებული, ამორტიზებული და ზეხმელი იყო, მოჭრის ნებართვა სამსახურმა  გასცა.

პროკურატურამ საქმეზე გამოძიება 19 აგვისტოს დაიწყო. მიუხედავად „ლიბერალის" მცდელობისა, გაერკვია, რა ეტაპზეა გამოძიება, პროკურატურაში კითხვაზე პასუხს ამ დრომდე არ გვცემენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^