თბილისის მერის განცხადებით, 2014-2016 წლების განმავლობაში დედაქალაქში 560 000-მდე ხე-მცენარე დარგეს.
საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე მერმა განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში მოეწყო 82 ახალი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 343-ს.
75 მისამართზე მოხდა სარწყავი ქსელის რეაბილიტაცია. ამასთან, დავით ნარმანიას განცხადებით, სხვადასხვა ტერიტორიაზე განხორციელდა 10 გამწვანებული ობიექტის სრული რეაბილიტაცია, ასევე, დენდროლოგიური, ინფრასტრუქტურული და საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის სამუშაოები.
„პარტიზანი მებაღეები" პროკურატურისგან ხეების ჭრაზე გამოძიების საქმის მასალებს მოითხოვენ