Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ჩემი კალენდარი“ - პირველი ქართული აპლიკაცია ქალებისთვის

16 სექტემბერი, 2016 18:16

„ჩემი კალენდარი“ პირველი ქართული აპლიკაციაა ქალებისთვის. ის უკვე ხელმისაწვდომია, ქალებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ და უფრო მეტი რამ გაიგონ რეპროდუქციული ჯანმრთელობის  შესახებ.

My Calendar Geo - აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც Android-ის, ისე iOS ოპერატიულ სისტემებზე მომუშავე სმარტფონებისთვის.

აპლიკაცია ორგანიზაცია „თანადგომამ“ რეპროდუქციული პროგრამის ფარგლებში მოამზადა. როგორც ორგანიზაციის რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამის მენეჯერი ქეთი ჭელიძე ამბობს, აპლიკაცია მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და კონტრაცეფციაზე. აპლიკაციას მოსდევს საინფორმაციო ნაწილი, სადაც ქალებს შეუძლიათ, გაიგონ სხვადასხვა თავდაცვის საშუალების შესახებ, დააკვირდნენ ციკლს და გამოთვალონ, როდის არის ჩასახვისთვის ხელსაყრელი დღეები და როდის არა. აპლიკაციას აქვს შეხსენების ფუნქცია, ის შეახსენებს მომხმარებელს, როდის უნდა მიიღოს კონტრაცეპტივი, როდის მოდის კრიტიკული დღეები და ა.შ.

ქეთი ჭელიძე ამბობს, რომ ეს არის კარგი საშუალება ქალებისთვის, ოჯახი დაგეგმოს ეფექტიანად, აიცილოს არასასურველი ორსულობა და აბორტი. ქალებს ექნებათ საშუალება, მართონ თავიანთი რეპროდუქციული ჯანმრთელობა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^