Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

18 სექტემბერი, 2016 12:55

მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი მერაბ ბერძენიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მერაბ ბერძენიშვილის ცნობილი ნამუშევრებია: რუსთაველი, ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი, მონუმენტები: დავით გურამიშვილი, გიორგი სააკაძე, მედეა, „მუზა”, „კიდევაც დაიზრდებიან“. 

შექმნილი აქვს სკულპტურული პორტრეტები: ქართველი ქალი, ლადო ქოქიაშვილი, კოტე მარჯანიშვილი, ილია ჭავჭავაძე, ტიციან ტაბიძე, დოდო აბაშიძე, ნოდარ დუმბაძის მემორიალი და სხვ. 

1995 წელს დიდგორის სკულპტურულ-არქიტექტურული მემორიალის შექმნისთვის, არქიტექტორ თამაზ გაბუნიასთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.  იგი იყო საქართველოს დამსახურებული მხატვარი, საქართველოს სახალხო მხატვარი, საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდენტი. 1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, 2001 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის ფ. ნანსენის სამახსოვრო მედალი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.  სამძიმრის წერილი გიორგი კვირიკაშვილმა ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. პრემიერის თქმით, მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
 


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^