Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წინასწარი შედეგებით, რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

19 სექტემბერი, 2016 11:44

რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 90%-ის დათვლის შემდეგ ოფიციალური შედეგების თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში 450-დან 300 ადგილს, სავარაუდოდ, „ერთიანი რუსეთის" მმართველი პარტია დაიკავებს. „რადიო თავისუფლების" ინგლისურენოვანი ბიუროს ინფორმაციით, ასეთი შედეგის შემთხვევაში, პარტია პარლამენტში 2-3-ით უმრავლესობით მოვა. 

რუსეთის ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, „ერთიანი რუსეთი" პარტიული სიით ხმათა 54,2%-ით იგებს. რაც შეეხება ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებს, წინასწარი შედეგებით, ხმათა ნახევრის დათვლის შემდეგ ვლინდება, რომ 225 საარჩევნო ოლქიდან 203-ში ასევე მმართველი პარტია ლიდერობს. 

5%-იანი ბარიერის გადალახვას მხოლოდ სამი პარტია ახერხებს და სამივე მათგანი კრემლის ერთგულია, მათ შორის - „კომუნისტური პარტია“ ხმათა 13,54%-ით, ულტრანაციონალური „ლიბერალ-დემოკრატების პარტია“ 13,28%-ით და „სამართლიანი რუსეთი“ ხმათა 6,19%-ით.

თუმცა, როგორც „რადიო თავისუფლების" ინგლისურენოვანი ბიურო იტყობინება, არჩევნები დაბალი აქტივობითა და დარღვევათა ჭარბი რაოდენობის ფონზე მიმდინარეობს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^