თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე გახდა. აკადემიური საბჭოს 36 წევრისგან შარვაშიძის კანდიდატურას მხარი 21-მა დაუჭირა.
კენჭისყრას წინ უძღოდა კანდიდატების გასაუბრება აკადემიური საბჭოს წევრებთან. არჩევნებში სამი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ბარამიძე და თსუ-ის პროფესორი ცირა ბარამიძე.
რექტორი 4 წლის ვადით ირჩევა.