Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მუსლიმი თემის დისკრიმინაციის ფაქტზე ომბუდსმენმა ქობულეთის გამგეობას მიმართა

23 სექტემბერი, 2016 18:31

ომბუდსმენმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ქობულეთის" წყალს" რეკომენდაციით მიამრთა, რომელშიც ნათქვამია, რომ საკუთრების უფლების შეზღდვის გზით მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლებაში ჩარევა ხდება. 

რეკომენდაციის თანახმად, მუსლიმი თემი მოკლებულია შესაძლებლობას, ისარგებლოს მის მფლობელობაში არსებული შენობით, რომელშიც ბავშვთა სასწავლო პანსიონის გახსნა იგეგმება. კერძოდ, აღნიშნული საკითხის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის ფონზე, ვერ ხერხდება შენობის წყალგაყვანილობის სისტემაზე მიერთება.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, მოპასუხეების თქმით, ისინი იძულებულნი არიან წყალგაყვანილობის სამუშაოების შესრულებისგან თავი შეიკავონ, რათა თავიდან აირიდონ მოსახლეობას შორის დაძაბულობა.

„სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მუსლიმ თემს ეზღუდება რელიგიის თავისუფლების სწავლების გზით რეალიზაციის შესაძლებლობა და დაადგინა, რომ ადგილი აქვს პირდაპირ დისკრიმინაციას რელიგიური მოტივით. შესაბამისად, სახალხო დამცველმა მოპასუხეებს მიმართა, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ წყალგაყვანილობის სისტემაზე  მიერთების სამუშაოების ჩატარება, რომ შენობით სარგებლობა სასწავლო წლის დაწყებისთანავე იყოს შესაძლებელი, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოუწოდა, რომ უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მუნიციპალიტეტში მცხოვრები რელიგიური ჯგუფების თანასწორობის უფლების დაცვა" - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^