Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯეჯელავა: „ვეფხისტყაოსნის“ კომპიუტერული თამაში შეიქმნება

27 სექტემბერი, 2016 13:45

განათლების მინისტრის თქმით, სახელმწიფო სწავლის პროცესის გახალისებისთვის კომპიუტერული თამაშების  შექმნის იდეების დაფინანსებას გეგმავს.  მისივე თქმით, ამ საკითხზე სამინისტრო ინოვაციების სააგენტოსთან ერთად მუშაობს.

„გვინდა, რომ იყოს მუდმივმოქმედი პროგრამა, რომელიც იდეებს სთხოვს  ახალგაზრდებს და არამხოლოდ, რომ  შემოიტანონ კომპიუტერულ თამაშებთან დაკავშირებული პროექტები. საერთაშორისო ბორდი გვინდა გაკეთდეს ისეთივე, როგორც ეს სტარტაპის პროგრამის ფარგლებში მოხდა.  ეს ბორდი გამოარჩევს ყველაზე კარგ იდეებს და დააფინანსებს. „ვეფხისტყაოსნის“ თამაშისთვის კომერციული სპონსორი უკვე გვყავს და ამიტომ თამამად ვამბობ,რომ „ ვეფხისტყაოსნის“ კომპიუტერული თამაში შეიქმნება. მინდა, კომპიუტერული თამაშები ყველა საგანში გაჩნდეს. ზოგი გაპოპულარულდება, ზოგი ბანძი იქნება და არავინ ითამაშებს“ - განაცხადა მინისტრმა.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^