პაატა ბურჭლაძის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხში, აგიტ მირზოევმა პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ დატოვა. აგიტ მირზოევმა „ლიბერალს“ განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც პარტია ბლოკში გაერთიანდა, ეთნიკურ უმცირესობასთან დაკავშირებული საკითხები დღის წესრიგიდან ამოვარდა და ამის შემდეგ ის თავს პარტიაში ვერ ხედავდა.
„მთავარი საკითხი და მიზეზი ჩემი წამოსვლის იყო ის, რომ ჩვენი შეთანხმება პაატა ბურჭულაძესთან და ის პრიორიტეტები, რაც ჩვენს მიერ იყო გაწერილი (რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი იყო უმცირესობათა საკითხი - ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა ქვეყნის მართვის, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში), ჩემდა სამწუხაროდ, ბლოკში გაერთიანების შემდგომ ნელ-ნელა უგულებელყვეს და დღეს სრულიად ამოვარდა პარტიის დღის წესრიგიდან, რამაც საბოლოოდ განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება“.- განაცხადა აგიტ მირზოევმა.