Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით დევნა არავის მიმართ არ დაწყებულა

28 სექტემბერი, 2016 15:46

ყაზბეგის გამზირზე ხეების გაჩეხის ფაქტზე პროკურატურას სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირის მიმართ არ დაუწყია - ამის შესახებ პროკურატურის მიერ „პარტიზანი მებაღეების" პასუხად გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი. 

რაც შეეხება მოთხოვნას, გამოძიების საქმის მასალების გადმოცემის შესახებ, პროკურატურაში აცხადებენ, რომ „პარტიზანი მებაღეები" საქმეში სს კოდექსით გათვალისწინებულ მხარეს არ წარმოადგენენ, ამიტომ, პროკურატურა მოკლებულია შესაძლებლობას, მათ საქმის მასალები გააცნოს.

„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ იქნა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირის მიმართ დაწყებული არ არის" - ნათქვამია პროკურატურის პასუხში. 

„პარტიზანი მებაღეების" ინტერესების დამცველი, საია-ს იურისტი ნონა ქურდოვანიძე „ლიბერალთან" საუბარში განმარტავს, რომ პროკურატურამ საქმის მასალები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო უნდა გაასაჯაროვოს.

„მიუხედავად იმისა, რომ „პარტიზანული მებაღეობის“ წევრებს ოფიციალურად არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში, პროკურატურას ჰქონდა უფლება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიეცა მათთვის შესაძლებლობა, გასცნობოდნენ საქმის მასალებს. გამომდინარე იქედან, რომ ამ საქმემ თავიდანვე გამოიწვია საზოგადოებრივი პროტესტი და გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით არსებობს მოლოდინი საზოგადოებაში, კარგი იქნება, პროკურატურამ პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების პროგრესის შესახებ" - ამბობს ქურდოვანიძე. 

17 აგვისტოს „პარტიზანმა მებაღეებმა" ყაზბეგის გამზირზე ჯანსაღი ხეების მოჭრა გააპროტესტეს.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ხეების მოჭრასთან დაკავშირებით ეკოლოგიის სამსახურში ტერიტორიის მესაკუთრის წერილი შევიდა. კომპანიამ ეკოლოგიის სამსახურს ხეების მდგომარეობის შესახებ დასკვნა წარუდგინა და 68 ხის მოჭრას მოითხოვდა. ნინო სულხანიშვილის თქმით, დასკვნის მიხედვით, 68 დან 45 ხეზე, რომელიც დაავადებული, ამორტიზებული და ზეხმელი იყო, მოჭრის ნებართვა სამსახურმა  გასცა.

პროკურატურამ საქმეზე გამოძიება 19 აგვისტოს დაიწყო. მიუხედავად „ლიბერალის" მცდელობისა, გაერკვია, რა ეტაპზეა გამოძიება, პროკურატურაში კითხვაზე პასუხს ამ დრომდე არ გვცემენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^