Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს კონსტიტუცია 20 წლის შემდეგ - „ვიცით, რომ კარგია, მაგრამ არ ვიცით, რა საჭიროა ..."

29 სექტემბერი, 2016 13:09

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ 20 წლის მანძილზე კონსტიტუცია ისეთივე გაუაზრებელ, გაფეტიშებულ ცნებად რჩებოდა ჩვენში, როგორც თავისუფლება - ვიცით, რომ კარგია, მაგრამ არ ვიცით, რა საჭიროა ...

სხვა მიზეზებთან ერთად, ეს იმიტომაცაა ასე, რომ ვერ შევძელით კონსტიტუციის, როგორც უზენაესი კანონის გათავისება და მუდამ მასზე უფრო უზენაესის, უფრო ძლიერის, უფრო სანდოს ძიებაში ვართ. ეს უფრო უზენაესი, უფრო ძლიერი და უფრო სანდო კი ან სოციალურ- პოლიტიკურ იერარქიულ სისტემაში ჩვენზე ზემდგომის ნებაა, ან ქრისტეს მცნების მოძღვრისეული ინტერპრეტაცია...“ - ეს არის ამონარიდი შესავალი სიტყვის, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საქართველოს კონსტიტუციის 20 წლის ამსახველი კრებულისთვის დაწერა და გუშინ კრებულის პრეზენტაციაზე მისულ ადამიანებს მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას წაუკითხა.

28 სექტემბერს ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ“ საქართველოს კონსტიტუციის 20 წლის ამსახველი კრებულის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებული დოკუმენტური ფილმით გაიხსნა.  

კრებულის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ გიორგი პაპუაშვილი და ფონდის ხელმძღვანელი ქეთი ხუციშვილი.

ღონისძიებას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებიც ესწრებოდნენ.

კრებული აერთიანებს აკადემიურ სტატიებს საქართველოს კონსტიტუციის ტექსტისა და კონსტიტუციური წესრიგის შესახებ.

აკადემიური სტატიების ავტორები არიან: ვოლფანგ ბაბეკი, ავთანდილ დემეტრაშვილი, დავით ზედელაშვილი, გია ნოდია, ვახუშტი მენაბდე, გიორგი ხუბუა. ქეთევან ერემაძე, მერაბ ღაღანიძე. ზაალ ანდრონიკაშვილი, თამარ ცხადაძე, ეკატერინე ლომთათიძე.

ღონისძიების დასრულების შემდეგ „ლიბერალი“ საქართველოს პარლამენტის წევრს ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა.

„კონსტიტუციაში, ჩემი აზრით, ძალიან ბევრი ცვლილებაა შესატანი. მე ვსაუბრობ კონსტიტუციის იმ ნაწილზე, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების მოდელი, პარლამენტი, პრეზიდენტი, მთავრობა, ფინანსები, სახელმწიფოს თავდაცვა, ადგილობრივი თვიმმართველობა ჰქვია. შესაძლებელია მეორე თავის გაუმჯობესებაც, რომელიც  ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას ეხება. ის თავისთავადად კარგია და პრაქტიკულად 21 წლის განმავლობაში არ შეცვლილა, მაგრამ მისი გაძლიერებაც შესაძლებელია უფლებების დაცვის კუთხით. თუ გადავხედავთ ისტორიას, 95 წელს, როცა კონსტიტუცია მივიღეთ, სადღაც დაახლოებით 2 წლის თუ ცოტა მეტი ხნის განმავლობაშიც კი, რომელიმე თანამდებობის პირისთვის რომ გეთქვათ, შენ კონსტიტუციას არღვევო, ისინი ყვირილს იწყებდნენ - მე კონსტიტუცია არ დამირღვევიაო. კონსტიტუციის დარღვევა ცუდ ქმედებად ითვლებოდა. მართლაც, პირველი წლები კონსტიტუციის მიმართ ასეთი დამოკიდებულება იყო - ჩვენ მივიღეთ ახალი კონსტიტუცია და ის ჩვენ გვიცავს. მერე და მერე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კონსტიტუციას ძალიან უპატივცემულოდ მოეპყრნენ - ერთმა კონსტიტუციონალისტმა ისიც კი ბრძანა საჯაროდ, რომ 2004 წელს, რაც მოხდა, იმ ცვლილებებით კონსტიტუცია გააუპატიურესო. 2004 დან მოყოლებული კონსტიტუციაში თათარიახნად შეჰქონდათ და შეჰქონდათ ცვლილებები. ასეთმა ქმედებამ, ბუნებრივია, დააკნინა კონსტიტუცია, დააკნინა მისი როლი, მისი დაცვისა და შენარჩუნების აუცილებლობა და დაიკარგა პატივისცემა კონსტიტუციის მიმართაც. თუმცა ბოლო პერიოდში კონსტიტუციისადმი პატივისცემის აღდგენა დაიწყო. იმედი მაქვს, რომ ჩვენი საზოგადოება უფრო და უფრო გააცნობიერებს კონსტიტუციის მნიშვნელობას სახელმწიფოსთვის და თითოეული ადამიანისთვის. ბოლოს და ბოლოს რომიც ხომ ერთ წელიწადში არ აშენებულა“, - განუცხადა „ლიბერალს“ ვახტანგ ხმალაძემ.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^