Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოსამართლემ ნაციონალისტური მსვლელობისას დაკავებულებულებს წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა

30 სექტემბერი, 2016 18:10

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაციონალისტური მსვლელობისას დაკავებული 12 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესი დახურული იყო. 12 დაკავებულიდან 7 არასრულწოვანია. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. პროკურატურა თორმეტივე დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვდა. 

5 სრულწლოვან დაკავებულს მოსამართლემ გირაო შეუფარდა, ისინი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდებიან. შვიდი არასრუწლოვანი კი მშობელთა მეთვალყურეობის ზედამხედველობის პირობით დარბაზიდან გათავისუფლდნენ. 

დაკავებულებს ხულიგნობასთან ერთად რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებაც აქვთ წაყენებული, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით, რომელიც ორგანიზაცია „ქართული ძალის" წევრის, ნიკოლოზ ბურნაძის ინტერესებს იცავს, საქმის მასალებიდან გამომდინარე არანაირი მტკიცებულება, რომ  მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული, რომელიც გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების ფარგლებში არ ჯდება, რეალურად არ არსებობს. 

ადვოკატის ცნობით, მოსამართლემ დაკავებულებს ჰკითხა, დაკავებისას ხომ არ დაირღვა მათი უფლებები და არაჰუმანურ მოპყრობას ხომ არ ჰქონდა ადგილი. "რამდენიმემ უთხრა, რომ ვიღაცამ კონდახი ჩაარტყა; რამდენიმემ თქვა, რომ 10 საათი ტუალეტში არ გაუშვეს. დანარჩენებმა - დაკავებისას არაფერი არ ყოფილაო", - განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა. 

28 სექტემბერს ნაციონალისტური ორგანიზაცია „ქართული ძალის" მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე, შეხლა-შემოხლით და მსვლელობის მონაწილეთა დაკავებით დასრულდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^