აეროპორტის გზაზე სასულიერო პირებისა და „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ აქცია გაიმართა. ისინი რომის პაპის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებდნენ - „ვატიკანი სულიერი აგრესორია“.
აქციაზე შეკრებილი სასულიერო პირები აცხადებდნენ: „რომელი მართლმადიდებელიც მესას დაესწრება, მისი სული წარიწყმინდება“. მათი თქმით, პრეზიდენტმა პაპის მოწვევით პატრიარქი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.
რამდენიმე დღის წინ ამავე ჯგუფმა ასევე გამართა აქცია ვატიკანის საელჩოსთან. „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" განცხადებაში პაპი ერეტიკოსად და „მამათმავლობის მფარველად" არის მოხსენებული.
დღეს რომის პაპი პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. ხვალ, 1 ოქტომბერს, 10 საათზე, რომის პაპი მ. მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს.