
ფოტო: რადიო "ჰერეთი"
როგორც რადიო „ჰერეთი" იტყობინება, რადიო პირდაპირ ეთერში დებატების დროს ინციდენტი მოხდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ კანდიდატს ლაშა დვალიშვილს, რომელიც პაატა ბურჭულაძის პარტიას წარმოადგენს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„მოულოდნელად რადიოს ოფისში შემოვარდა ჩვენთვის დაუდგენელი პიროვნება და პირდაპირი ეთერის ჩაშლა სცადა". - აცხადებენ რადიოში.
რადიო „ჰერეთი" მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყონ უსაფრთხოების ზომები რადიოს ტერიტორიაზე.