გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ის სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც მას „რუსთავი 2-მა“ დაუკვეთა, შეკითხვაზე, საპარლამენტო არჩევნებში რომელ პარტიას მისცემდით ხმას 8 ოქტომბერს, მიღებული მონაცემები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამგვარია: - „ნაციონალური მოძრაობა“ - 26,0% „ქართული ოცნება“ - 25,4%.
ამ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
GFK „რუსთავი 2-ის“ დაკვეთილ ეგზიტპოლსაც ჩაატარებს. ზემოთ ხსენებული კვლევა 12-დან 25 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა. ქვეყნის მასშტაბით 2200 ადამიანი გამოიკითხა და როგორც სამაუწყებლო კომპანიაში აცხადებენ, ცდომილების ზღვარი 2,1% -ია.