საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობასზაზა თავაძე შეასრულებს. თავაძე თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
სამი ახლად განწესებული მოსამართლის მიერ დღეს ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ, დღის წესრიგში დადგება ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი.
საკონსტიტუციო სასამართლოს დღეიდან 8 მოსამართლე ეყოლება, რადგან პარლამენტის კვოტით დასანიშნი მოსამართლე ახალი მოწვევის პარლამენტმა უნდა აირჩიოს.