Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზურაბ ჯაფარიძე: ბლოკში გაერთიანებით კოორდინატორების დავალიანების დაფარვა ვცადეთ

04 ოქტომბერი, 2016 14:32

„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პაატა ბუჭულაძეს კოორდინატორებისთვის სახელფასო დავალიანება აქვს გადასახდელი, თუმცა მათ გადახდას არ აპირებს. 

მისი თქმით, ბლოკში გაერთიანებით პარტიემბა როგორც ანაზღაურებების, ასევე ოფისთან დაკავშირებული ხარჯების საკითხის მოგვარება სცადეს, თუმცა დავალიანებების მთლიანად გასტუმრება შეუძლებელი აღმოჩნდა. 

„ვცადეთ, მარტივი რაღაცის გაკეთება, რომ ჩვენი კოორდინატორების ხელფასები მათ კოორდინატორებზე გადანაწილებულიყო, თუმცა საბოლოოდ, ამ ადამიანს მთელი ფულის სახლში წაღება უნდა" - ამბობს ჯაფარიძე. 

მისი თქმით, ბურჭულაძეს მხოლოდ ფინანსური დაინტერესება აქვს და ვარაუდობს, რომ იგი არჩევნების შემდეგ ქვეყანას დატოვებს. 

„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე კი აცხადებს, რომ მან მთელი საქართველო შემოიარა და მხარდამჭერებს პარტიაში არსებული ვითარება აუხსნა. 

„ჩვენს მხარდამჭერებს ვუთხარი, რომ არ გვაქვს საშუალება ვთხოვე, ვისაც შეეძლო, დარჩენილიყო. 8 ოქტომბერს არ მთავრდება ცხოვრება, პირიქით. ვინც ჩვენს გვერდში დარჩება, არ ვაწყენინებთ, შეძლებისდაგვარად ყველაფერს ავუნაზღაურებთ" - თქვა ბუჭულაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^