Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიმონ ჯანაშია: საგნის გამოცდისთვის ბარიერის მოხსნა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება

05 ოქტომბერი, 2016 12:21

26 სექტემბერს, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ზოგადი განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ისაუბრა. ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რომელიც მინისტრმა შეხვედრაზე გააჟღერა საგნის გამოცდისთვის ე.წ. ბარიერის მოხსნაა. მისი თქმით, ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მასწავლებლის საგნის გამოცდას ბარიერი მოეხსნება და პედაგოგი გამოცდაში მიღებული ქულების ეკვივალენტ კრედიტებს მიიღებს. სამინისტრო ამჟამად აღნიშნულ ცვლილებაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად მუშაობს და სავარაუდოდ ის მიმდინარე წლის ზამთრიდან დაინერგება.

იმ შემთხვევაში კი, თუ პედაგოგი 3 წლის განმავლობაში ვერ დააგროვებს შემდეგ საფეხურზე გადასასვლელ 19 კრედიტქულას (იმისათვის, რომ პრაქტიკოსი პედაგოგი უფროსი მასწავლებელი გახდეს, 19 კრედიტქულა უნდა დააგროვოს), მინისტრის თქმით გადაწყვეტილება დირექტორმა უნდა მიიღოს,-„პედაგოგის გათავისუფლება დირექტორის პრეროგატივა იქნება“.

განათლების მკვლევრის, სიმონ ჯანაშიას თქმით, ცვლილება ზოგადი განათლების სისტემის გაჯანსაღებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

მისი თქმით, მასწავლებლების ბრუნვა საქართველოში ყველა შეფასებით დაბალია, ანუ მასწავლებლები, რომლებიც შედიან პროფესიაში, ძალიან რთულად გამოდიან სისტემიდან. გამოცდების სისტემა კი სწორედ იმიტომ იყო შემოღებული, რომ ეს ბრუნვე “აჩქარებულიყო".

მისი თქმით, გამოცდების სისტემა, სკოლის დირექტორებისთვის გარე ინსტრუმენტია, რომელიც მათ გადაწყვეტილებას მასწავლებლის გათავისუფლების შემთხვევაში ლეგიტიმაციას აძლევდა.

„მაგალითად, დირექტორები 2010 წლამდე სახელმწიფოსგან ითხოვდნენ, მათთვის მიეცა რაღაც ინსტრუმენტი, რომლითაც მასწავლებლებს გარდა შიდა დაკვირვებისა, „გარედანაც“ შეაფასებდა. მასწავლებლის გათავისუფლებას თუკი მოჰყვებოდა სარჩელი, ისინი ვერ ასაბუთებდნენ მიზეზებს, გამოცდის შედეგები კი მათ გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებოდა. თუმცა დღეს უკვე ლეგიტიმაციის აღნიშნული ინსტრუმენტი ნელ-ნელა ქრება“,- უთხრა „ლიბერალს“ სიმონ ჯანაშიამ.

მისი თქმით, შეფასების სხვა ინსტრუმენტები მასწავლებლებისთვის (მაგალითად ტრენინგები) ადგილად დასაძლევია, შესაბამისად ყველა პირობა იქმნება იმისათვის, რომ მასწავლებლები, რომლებსაც საკმარისი კომპეტენციები არ აქვთ სისტემაში დარჩნენ. სწორედ ამიტომ, სიმონ ჯანაშია ვარაუდობს, რომ დიდი ალბათობით მასწავლებლები დადებით შეფასებებს მიიღებენ, რადგან სკოლის დირექტორები მასწავლებლებთან კონფლიქტს მოერიდებიან. ამგვარი სისტემა კი ფორმალური იქნება და ვერ უზრუნველყოფს პედაგოგების კომპეტენციის რეალურ შეფასებას.

„საგნის გამოცდა, როგორც მასწავლებლების ცოდნისა და უნარების დამადასტურებელი ინსტრუმენტი, ერთგვარი ლეგიტიმურობის განცდისთვის სჭირდებათ მასწავლებლებს. გამოცდის ჩაბარება მათ აძლევდათ ლეგიტიმაციას, რომ მაღალი ანაზღაურება მოეთხოვათ. ამჟამად მთავარი პრობლემა არის ის რომ სისტემა აჩვენებს მასწავლებელთა გამოცდის ცუდ შედეგებს, ამ  ცუდი შედეგების ერთ-ერთი მთავარი წყარო კი არიან ის მასწავლებლები, რომლებსაც  ინარჩუნებენ მიუხედავად იმისა, ისინი კარგად ასწავლიან თუ არა.“

სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ სისტემის კიდევ ერთი პრობლემა არის ისიც, რომ ცდილობს ყველას ერთნაირად მიუდგეს. მისი თქმით საჭიროა დიფერენცირებული მიდგომა, ანუ სისტემა უნდა დაეხმაროს მათ, (იქნება ეს სკოლებისა თუ მასწავლებლების ჯგუფები) ვისაც ეს სჭირდება, ხოლო წაახალისოს ისინი, ვისაც ეს დახმარება არ სჭირდებათ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^