Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯაფარიძე თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე: ეს ცალსახად აწყობს რუსეთს

05 ოქტომბერი, 2016 12:03

ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურა ჯაფარიძე ფიქრობს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ქალაქის ცენტრში დეპუტატის აფეთქება რუსეთს აძლევს ხელს და მიაჩნია, რომ მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლება ეკისრება.

„ვერსიები შეიძლება მილიონაირი არსებობდეს. უკვე დაწყებულია სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან ერთმანეთზე გადაბრალება - გადმობრალება. ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისის ცენტრში დეპუტატის აფეთქება საკუთარ მანქანაში ეს ცალსახად არის ის რაც აწყობს ამ ქვეყნის მტერს, ამ შემთხვევაში რუსეთს. რა ვერსიაც არ უნდა არსებობდეს ეს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ხელს რუსეთს. რა ვერსიაც არ უნდა იყოს საბოლოო ჯამში, სრული პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე. ჩვენ გვყავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც წელიწადში 100 მილიონი გვიჯდება და რას აკეთებს ეს სამსახური კაცმა არ იცის გარდა იმისა, რომ ვიცით რომ გვისმენენ. ფულს ვხარჯავთ არაფერში, მაშინ როცა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დეპუტატს აფეთქებენ ქალაქის ცენტრში. ამაზე საშინელება რა უნდა მოხდეს არ ვიცი.“- განუცხადა „ლიბერალს“ ზურა ჯაფარიძემ.

გუშინ საღამოს დეპუტატ თარგამაძის მანქანა აფეთდა კოლმეურნეობის მოედანზე. თარგამაძე დაშავებული არაა. დაშავდნენ ადგილობრივი გამვლელები. შსს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^