ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის საბჭომ ევროპარლამენტთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყოს.
ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ საბჭოს მუდმივი წარმომადგენლები ვიზალიებრალიზაციას მხარს უჭერენ.
საბჭო თანხმდება, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება შეჩერების გამარტივებული მექანიზმის ამოქმედების პარალელურად უნდა მოხდეს.
„დღეს საბჭომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო გადაადგილების უფლების მინიჭების ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიერ გაწეული რეფორმების გათვალისწინებით" - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.
ევროკავშირის საბჭოში მიიჩნევენ, რომ რეფორმების გზა სწორი გზაა და მას წახალისება სჭირდება.
„ჩვენ გვაქვს ევროპარლამენტის იმედი, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ იმგვარად დასრულდეს, რომ მათ რაც შეიძლება მოკლე დროში შეძლოდ უზივო მიმოსვლით სარგებლობა", - განაცხადა COREPER-ის პრეზიდენტმა.
იმისათვის, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლა მიიღოს, საჭიროა როგორც ევროკავშრის საბჭოს, ასევე ევროპარლამენტის დადებითი გადაწყვეტილება.