თბილისში, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქცია ვარდების მოედანზე გაიმართა. რეგიონებიდან ჩამოსულ მოსახლეობას "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სხვადასხვა პოლიტიკოსმა სცენიდან მიმართა.
მხარდამჭერებს პირველმა სიტყვით დავით ბაქრაძემ მიმართა.
გილოცავთ, ჩვენო თანაგუნდელებო, რომ გავიარეთ ურთულესი პერიოდი, ჩვენი ქვეყანა მოვიყვანეთ გამარჯვების ზღვართან. 3 დღეში ამ ზღვარს გადავლახავთ და საქართველო იქნება გამარჯვებული. ყველა პოზიტიური ენერგიით ვართ დამუხტული. ეს პოზიტივი არის ჩვენი პასუხი იმ კითხვაზე, თუ როგორ ვაპირებთ არჩევნების მოგებას და რას ვაპირებთ არჩევნების შემდეგ. ჩვენ არჩევნების მოგებას ვაპირებთ ასე - სიმშვიდით, ერთად დგომით, სიბრძნითა და პარტრიოტიზმით. წერტილი უნდა დავუსვათ დაპირისპირებასა და ზიზღს. თითოეული ჩვენგანის გამარჯვება უნდა იყოს საქართველოს გამარჯვება. ჩვენ დავიწყებთ ჩვენ გამარჯვებას 8 ოქტომბერს. ჩვენი გამარჯვება გაგრძელდება ყოველ დღე, როცა ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და თითოეულ ოჯახში შევა იმედი", - განაცხადა ბაქრაძემ.
აქციის მონაწილეებმა ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობა მოაწყვეს.