სამი საათისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით არჩევნებზე მისული ამომრჩევლის აქტივობა 34.79 %-ია. ამავე საათის მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა მე-60 ოლქში დაფიქსირდა (№60 ლანჩხუთის საარჩევნო კომისია) - 23 795 ადამიანი, 47,3%.
ყველაზე დაბალი აქტივობა №9- ოლქში( ისანი) 12 185 ადამიანი მივიდა, 27,2%
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ადამიანია რეგისტრირებული. ამომრჩეველმა უნდა აირჩიოს პარლამენტის 150 დეპუტატი, აქედან, 77 წევრი პროპორციული სიით მოხვდება პარლამენტში, ხოლო დანარჩენი 73 წევრი მაჟორიტარი იქნება. სულ 3 645 (მათ შორის, 11 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი) საარჩევნო უბანია საქართველოში და 55 - საზღვარგარეთ (40 ქვეყანა).
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა მთაწმინდის (76.9%) ამბროლაურისა(73.87%) და ასპინძის (73.25%) საარჩევნო ოლქებში (2008 წელს ამომრჩეველთა აქტივობის მხრივ ასპინძას 85%-ით ლიდერი პოზიცია ეკავა). ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა - წალკაში (35.6 %) მარნეულში - 44%, ზუგდიდში - 46.29%, აღსანიშნავია რომ წალკაში 2008 წელს ასევე ყველაზე დაბალი აქტივობა - 35% დაფიქსირდა.