როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის 42, 05%-ია
17:00 საათისთვის -42, 05%
15:00 საათისთვის - 34.79%
12 საათისთვის - 19.81.
10 საათისთვის - 8.34 %.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ამომრჩეველთა აქტივობა 20;00 საათისთვის 60.8%..
რაც შეეხება დარღვევებს, როგორც ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ძირითადად გამოვლენილია პროცედურიული ხასიათის ხარვეზები. ამ დროისათვის ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია სულ 46 საჩივარი, მათი უმრავლესობა ადგილობრივმა დამკვირვებლებმა და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა შეიტანეს.
ცესკოში ამბობენ, რომ ძირითადი დარღვევები უკავშირდება აგიტაციას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან საარჩევნო უბანზე, რაც აკრძალულია, ასევე, დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ ხარვეზებს.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ადამიანია რეგისტრირებული. ამომრჩეველმა უნდა აირჩიოს პარლამენტის 150 დეპუტატი, აქედან 77 წევრი პროპორციული სიით მოხვდება პარლამენტში, ხოლო დანარჩენი 73 წევრი მაჟორიტარი იქნება. სულ 3 645 (მათ შორის, 11 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი) საარჩევნო უბანია საქართველოში და 55 - საზღვარგარეთ (40 ქვეყანა).