„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, სიტუაცია დაიძაბა მარნეულში 48-ე უბანზე. ადამიანებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს.
როგორც შემთხვევის ადგილიდან კურიერის კორესპოდენტი იუწყება, შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული და რამდენიმე მათგანი დაშავებულია.
მომხდარის შესახებ დამატებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით.