„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მარნეულში უფრო მეტი პოლიციელი გაგზავნოს, ვინაიდან, „ქვებითა და ხელკეტებით შეიარაღებული აგრესიული ჯგუფი გაცილებით მრავალრიცხოვანია".
სიტუაცია დაიძაბა მარნეულში 48-ე უბანზე. მოქალაქეებს შორის ხელჩართული ჩხუბი მიმდინარეობს, მომხდარში „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“, „ქართული ოცნება“ კი „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული და რამდენიმე მათგანი დაშავებულია.